პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება - Palitra News

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

2019-05-01 08:50:38+04:00

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.შეგახსენებთ, რომ პრემიერის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა.