პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, ოთხმა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა - Palitra News

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, ოთხმა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა

2021-07-14 09:06:12+04:00

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ოთხმა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“, „ფორმულამ“ და „კავკასიამ” მიიღეს. მაუწყებლები 24 საათის განმავლობაში არ იმაუწყებლობენ.

ამ დროისთვის ოთხივე ტელეკომპონიის ეკრანებზე შავი ფონია გამოსახული წარწერით "გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯოს ყველა, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ იძალადა".