პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მმართველ გუნდში, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს იწონებენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პრემიერმა ყურადღება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილა და ოპონენტების კითხვებს ღირსეულად უპასუხა. ოპოზიციას კი დესტქურქიულ ქმედებებში ადანაშაულებენ.
რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს. საპარლამენტო ოპოზიცია თანხმდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა სიძლვილითა და ზიზღით იყო სავსე. ქვეყანაში შექმნილი პრობლემების მოგვარების გზად კი ხელისუფლების ცვლილება მიაჩნიათ.