პრემიერ-მინისტრი სიეტლში წამყვან ამერიკულ კომპანიებში დასაქმებულ ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა. ახალგაზრდები მაღალი ტექნოლოგიების სფეროსა და წამყვან ამერიკულ კომპანიებში საქმიანობენ. მთავრობის მეთაურმა ინფორმაცია მიიღო მათი პროფესიული საქმიანობის შესახხებ და ხაზი გაუსვა იმ უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას, რომელსაც ისინი უმსხვილეს მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობისას იღებენ.
მამუკა ბახტაძე მათ ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების კუთხით მთავრობის გეგმაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.