პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტი, აუგუსტინ დე რომანემი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. აუგუსტინ დე რომანემის განცხადებით, მათ სურთ საქართველოს მთავრობასთან ერთად შეიმუშაონ ავიაკომპანიების მოზიდვის სქემა და საქართველო მოგზაურთა დანიშნულების ქვეყნად იქცეს.
პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო TAV Georgia-სთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, აეროპორტის ოპერირების წესსა და იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ოპერატორის მიმართ.