საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მედიკამენტების ფასები ძალიან გაზრდილია და ხელისუფლება ვალდებულია ამაზე დროული რეაგირება მოახდინოს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც, მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებული გამოწვევის დროულად გადასაჭრელად, რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა გადაიდგას.
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოწვეული იყო კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, რომელმაც ანგარიშის ძირითად დასკვნებზე ისაუბრა.