საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში 27 მაისს მივა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტში მისვლის მზადყოფნაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა თავად პრემიერმაც. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის და მისი გუნდი მზად არიან საკანონმდებლო ორგანოს წევრების ნებისმიერ შეკითხვას უპასუხონ.