საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რეგიონებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები შიდა ქართლით დაიწყო. გიორგი გახარია გორის სამხატვრო სკოლის შენობაში შიდა ქართლში პირველ შეხვედრას პედაგოგებთან მართავს. როგორც მან აღნიშნა, შემთხვევითი არ არის ის, რომ რეგიონებში გასვლა შიდა ქართლით, გორით, დაიწყო. პრემიერმა შეხვედრაზე მთავრობის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი განათლების სფეროა და 2020 წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა.