პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.როგორც პრემიერმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
პრემიერის გადადგომის მიზეზი ის ფაქტია რომ მელიას საკითხთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.