ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტს მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია ეხმაურება. პრემიერმა ვანო მერაბიშვილის დამხობასთან დაკავშირებული განცხადება შეაფასა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საერთოდ არ უნდოდა ამ თემაზე დღეს საუბარი, მაგრამ მისი თქმით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გუშინდელი დღეა. პრემიერი ამბობს, რომ ახლა ქვეყანა მომავლისკენ იყურება გადატრიალება დამხობა და უბედურება კი წარსულში დარჩა.