პრემიერ-მინისტრი - ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს დაუდევრობით გამო სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები - Palitra News

პრემიერ-მინისტრი - ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს დაუდევრობით გამო სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები

2019-02-01 15:06:29+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები. მამუკა ბახტაძემ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ქეთევან წამებულის გამზირზე #67-ში, სავარაუდოდ, მხუთავი აირით 7 ადამიანი გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.