საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანხელ გურიას შეხვდა.
პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა აფასებს OECD-ის წვლილს რეფორმების დღის წესრიგში, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის, საინვესტიციო პოლიტიკის, საგადასახადო, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით.გიორგი გახარია ასევე მიესალმა ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი 2016-2020 წლებისთვის მცირე და საშუალო საწარმოები განვითარების სტრატეგიის შექმნის პროცესში მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ იგეგმება მცირე და საშუალო საწარმოების ახალი სტრატეგიის შემუშავება 2021-2025 წლებისთვის, რომელიც ევროკავშირის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში იქნება.