ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტს მოქმედი პრემიერი - გიორგი გახარია ეხმაურება. პრემიერმა ვანო მერაბიშვილის დამხობასთან დაკავშირებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გუშინდელი დღეა.
შს ყოფილი მინისტრის გათავისუფლებას ეხმაურებიან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც. მმართველი გუნდის ლიდერების შეფასებით, ვანო მერაბიშვილი არის კრიმინალი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად შექმნა დანაშაულებრივი სისტემა. როგორც მთავრობის წევრები აღნიშნავენ, საქართველოს მოსახლეობას ახსოვს მერაბიშვილის რეალური სახე და მას მომავალი პოლიტიკაში არ აქვს.