პრემიერ-მინისტრი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა, განათლების, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებს მიმართავს - Palitra News

პრემიერ-მინისტრი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა, განათლების, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებს მიმართავს

2019-12-18 12:10:32+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა, განათლების, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს მიმართავს.

"ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ.შესაბამისად, ვავალებ:შინაგან საქმეთა სამინისტროს - დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად∙ ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს - დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში.იუსტიციის სამინისტროს - წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.