პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეები გაიხნა. ღონისძიების ტერიტორია გადაწილებულია სივრცეებად და წარმოადგენს იმ სექტორებს, რომელშიც დუალური პროფესიული განათლების კუთხით საქართველო და გერმანია თანამშრომლობენ. ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ, ინფორმაცია მიიღონ პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ. ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების გამოფენაზე წარმოდგენილია პრაქტიკული აკადემიის სტენდიც, რომელიც მსურველებს რამდენიმეთვიანი კურსების გავლას სთავაზობს სხვადასხვა სფეროში, რის შემდეგაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმდნენ.