პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 3457 პედაგოგს გაუუქმდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებელთა კონკურსი მიმდინარე, 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ერთი თვით ადრე უნდა გამოაცხადონ.
ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში კი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილნი არიან, პედაგოგები, რომელთაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი ვერ მოიპოვეს და შესაბამისად, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი შეუწყდათ, მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ დაასაქმონ.
წელს მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული 5340 მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 2886-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, პროფესიული უნარების გამოცდა კი 4137 პრაქტიკოსი პედაგოგიდან 2365-მა ვერ ჩააბარა.