პრაღის საქალაქო საბჭომ იმ საავადმყოფოს შენობაში, სადაც 50 წლის წინ სტუდენტი იან პალახი გარდაიცვალა, ტოტალიტარიზმის მუზეუმის გახსნა გადაწყვიტა. ქალაქის საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ამ შენობას ისტორიული ღირებულება აქვს და ის მუზეუმად, ან კულტურულ ცენტრად უნდა გადაკეთდეს.
ამჟამად საავადმყოფო კერძო მფლობელობაშია, სადაც ინვესტორს სასტუმროს გახსნა უნდა. იან პალახი კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. მან 1969 წლის 16 იანვარს პრაღაში ვაცლავის მოედანზე, საბჭოთა არმიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.