პანდემიიდან ერთი წლის თავზე უფრო და უფრო ხშირად ვიყენებთ ტერმინს — "პოსტკოვიდური სინდრომი" ამ დასახელების ქვეშ ერთიანდება ყველა ის პათოლოგიური ჩივილი, რომელსაც COVID-19 გადატანილი პაციენტების დაახლოებით 20%-ს უვითარდება. ესაა ხანგრძლივი, პათოლოგიური სიმპტომები, რომლებიც გრძელდება 3 თვემდე, ზოგჯერ კი უფრო ხანგრძლივად.
გამოჯანმრთელების დრო განსხვავებულია და დატვირთულია ნევროლოგიური სიმპტომატიკით, რაც ბუნებრივად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.