2021 წლის ოქტომბერში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ოფიციალური კვლევის შედეგები და განმარტება, თუ რა არის პოსტკოვიდური მდგომარეობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, კოვიდით დაავადებული ადამიანების უმრავლესობა გამოჯანმრთელებას 2-დან 6 კვირამდე ახერხებს და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება, თუმცა მათგან 10-20%-ში ვლინდება კოვიდისგან გამოწვეული სიმპტომები, რამაც კვირების, თვეების განმავლობაში შეიძლება გასტანოს.
„ლონგ კოვიდით“ დაავადებამ შესაძლოა, ადამიანის ყოველდღიურ აქტივობაზე იქონიოს დიდი გავლენა, გამოიწვიოს კოგნიტური დისფუნქცია – დაბნეულობა, კონცენტრირების უნარისა და მეხსიერების დაქვეითება და ა.შ.