წინასწარი შედეგების თანახმად, პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილმა ლიდერმა, მერსელო რებელო დე სოუზამ გაიმარჯვა.
Reuters-ის ინფორმაციით, 72 წლის სოუზამ ამომრჩეველთა ხმების 61 %-ი მოიპოვა. მეორე ადგილზე მემარცხენე ანა გომეზია ხმების 13%-ით, მესამეზე კი - ულტრა მემარჯვენე პარტიის, „ჩეგას“ დეპუტატი ანდრე ვენტურაა, რომელმაც არჩევნებში ხმების 12 %-ი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე ამომრჩევლების უპრეცედენტოდ დაბალი - 50%-ზე ნაკლები აქტივობა დაფიქსირდა, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.