პორტუგალიაში 24 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნებზე ამომრჩევლების დაბალი აქტივობაა მოსალოდნელი. კვლევითი ინსტიტუტის, მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამომრჩევლების დაახლოებით 2/3-ი არჩევნების გადადებას უჭერდა მხარს. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებს, ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ უმრავლესობა მოქმედ პრეზიდენტს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრ, მარსელო რებელო დე სოუზას უჭერს მხარს, 13-14%-იანი მხარდაჭერა აქვს პრეზიდენტობის კანდიდატ ანა გომეზს, ჩეგა ანდრე ვენტურას კი 10-12% ემხრობა.