პორტუგალია საიმიგრაციო კვოტის რეჟიმს აუქმებს და ახალი სამუშაო ვიზით უცხოელებს ქვეყანაში ექვსი თვით დარჩენის საშალებას აძლევს. ამის შესახებ საგარეო და საპარლამენტო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რასაც Euractiv-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ახალი ტიპის, კერძოდ, სამუშაოს მოძიების ვიზა უსაფრთხო, მოწესრიგებული, რეგულარული მიგრაციის ხელშეწყობისა და მუშახელის დეფიციტის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა.
ახალი ვიზა სამუშაოს მოსაძებნად ჩასულ უცხოელ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, პორტუგალიაში 120 დღის ნაცვლად, კიდევ 60 დღე, ანუ მთლიანობაში, 180 დღის განმავლობაში დარჩნენ.
ახალ ზომებს მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი შეიცავს, რომელიც ქვეყანაში უცხოელების შესვლის, ყოფნის, გასვლისა და გაძევების სამართლებრივი რეჟიმის ცვლილებებს შეეხება.