პორტუგალიამ ირანის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა. ამის მიზეზად საგარეო საქმეთა მინისტრმა აუგუსტო სანტოს სილვამ უსაფრთხოება დაასახელა. კონკრეტულად არ დაუკონკრეტებია თუ რამ განაპირობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, განაცხადა, რომ მოგვიანებით განმარტებას გააკეთებს, მაგრამ არა საჯაროდ. მომხდართან დაკავშირებით ირანულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, როგორც ცნობილია, ვიზების გაცემის შეწყვეტა დროებითია და მალევე აღდგება.