ბათუმის პორტში გაფიცვა შეწყდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პროტესტს მხოლოდ მოშიმშილეები გააგრძელებენ, დანარჩენები კი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. აქციის მონაწილეებს ტერმინალის გენერალური დირექტორი მარად ჯუმადილაევი შეხვდა.მოშიმშილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი პორტის დირექტორის გადადგომას ითხოვენ, ასევე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.არსებული ინფორმაციით, ხუთშაბათს ყაზახეთიდან კომპანიის მმართველები ჩამოვლენ.გაფიცულები ამბობენ რომ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების მიზანი ვითარების დეესკალაცია იყო და ეს შეთანხმებაც სწორედ ამ მიზნით მოხდა.ბათუმში, პორტის თანამშრომლები სამი დღის წინ გაიფიცნენ. ისინი პორტის დირექტორის გადადგომას და რეორგანიზაციის შეჩერებას ითხოვენ. დირექტორმა განაცხადა, რომ პორტში რეორგანიზაცია დროებით შეჩერდება.