აშშ-ის ქალაქ პორტლენდში არეულობის დროს სროლისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. „როიტერის“ ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება შაბათს საღამოს მოხდა. პოლიციის ცნობით, ძალადობას ადგილი ჰქონდა პორტლენდის ცენტრალურ ნაწილში. „პორტლენდის ცენტრალურ ნაწილში პოლიტიკური მიტინგი გაიმართა, სადაც რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა ძალადობას დემონსტრანტებსა და კონტრ-დემონსტრანტებს შორის. მომხდარში პოლიციელები ჩაერივნენ და ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებები განახორციელეს“, - აცხადებს პორტლენდის პოლიცია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციითვე, ცეცხლსასროლი იარაღით სროლისას ერთი პირი გარდაიცვალა, თუმცა მათ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრიათ. შეგახსენებთ, პორტლენდში რამდენიმე თვეა აქციები, ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, პერმანენტულად იმართება.