აშშ-ში ორეგონის შტატის ქალაქ პორტლანდში ანტიფაშისტებმა და ულტრამემარჯვენეებმა საპროტესტო აქციები გამართეს. საერთო ჯამში ორივე მხარეს გამართულ აქციაში 1 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
ქალაქის პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრანტების ნაწილმა მათი მისამართით ბოთლები ისროლა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა 13 აქტივისტი დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს შორის არიან როგორც ულტრამემარკვენეების, ისე ანტიფაშისტების წარმომადგენელბი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ქალაქ პორტლანდში ულტრამემარჯვენეებსა და ანტიფაშისტებს შორის შეტაკებები გახშირდა. ულტრამემარჯვენეები ამტკიცებენ, რომ ისინი კონსერვატიულ ღირებულებეს იცავენ და აშშ-ში თეთრკანიანთა უფლებების შეზღუდვას აპროტესტებენ. მოწინააღმდეგეები კი მათ ბრალს ფაშიზმში სდებენ და ულტრამემარჯვენეთა მხრიდან საპროტესტო აქციების გამართვის წინააღმდეგები არიან.