წამოგიდგენთ თანამედროვე ქეისს და პორტატულ სამუშაო მაგიდას სახელად MOBICASE. როგორც ამბობენ, ეს არის ყველაზე მრავალფუნქციური ლეპტოპის ჩანთა მათთვის, ვისაც გამუდმებით უწევს გადაადგილება და მუშაობა. ეს არის დარეგულირებადი ჩანთა, ორი ერთში, რომელიც აერთიანებს ლეპტოპის ქეისს და ასევე კომპიუტერის სადგომს, რომელიც საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ გაცილებით პროდუქტიულად და სწრაფად. მას აქვს 20მდე ფუნქცია და ის იდეალურია მოგაზურებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ. MOBICASE საოცრდ მსუბუქია და მის აწყობას სულ რაღაც რამდენიმე წამი სჭირდება. როგორც ამბობენ, სამუშაო მაგიდა გეხმარებათ სწორად ჯდომაში მუშაობის დროს. მისი გამოყენება შეგიძლიათ კაფეში, სასტუმროში, სახლში, ოფისში ან თუნდაც მგზავრობისას. ის გიცავთ ზურგის და ხერხემლის ტკივილისგან. მას რამდენიმე განყოფილება აქვს, შესაბამისად ორაგნიზებულობაში გეხმარებათ. ჩანთა ყველა ზომის კომპიუტერს ერგება, გარდა ამისა ქისი იცავთს თქვენს ლეპტოპს დაზიანებისგან დავარდნის ან დარტყმის შემთხვევაში.