გერმანიის პროკურატურამ გერმანული საავტომობილო კომპანია Porsche დიზელის სკანდალის გამო 539 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. ქვეყნის პროკურატურაში აცხადებენ, რომ Volkswagen-ის შვილობილმა კომპანიამ მისი ავტომობილების წარმოებისას გულგრილობა გამოიჩინა. აღნიშნული განცხადება გერმანული კონცერნის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალს შეეხება, რომელიც 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ კონცერნს მილიარდობით ჯარიმა აქვს გადახდილი.
თავად საავტომობილო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მზად არიან 599 მილიონი ევროს ჯარიმის გადასახდელად, რომელიც სხვა დამატებითი ხარჯების დაფარვასაც ითვალისწინებს.