Страна.ua მორიგ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც ცნობილი რუსი „პრანკერები“ იგივე სატელეფონო ხულიგნები, დაუზუსტებელი ინფორმაციით ოდესის ყოფილ გუბერნატორ, მიხეილ სააკაშვილს ესაუბრებიან. „პრანკერები“ სააკაშვილს, როგორც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის უფროსად გაეცნენ. სატელეფონო საუბარში, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არაა, მიხეილ სააკაშვილმა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიმუქრა, რომ ყველაფერს იზამს რაც მის გეგმებშია. მისივე თქმით პოროშენკომ არ იცის, მისი სახით საქმე ვისთან აქვს. გავრცელებული ცნობით სატელეფონო საუბრისას სააკაშვილი უნგრეთში იმყოფებოდა. გავრცელებული საუბრის ავთენტურობა უცნობია.