ამერიკელი მომღერალი ლენი კრავიცი 31 მაისს თბილისში, ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება. მუსიკალური შოუ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
პოპულარული მუსიკოსი თბილისს მსოფლიო ტურნეს Here To Love ფარგლებში ეწვევა. ევროპის მასშტაბით გამართულ ტურში საქართველო პირველი ქვეყანა იქნება.