ვინ იფიქრებდა, რომ "პონის" 10-საფეხურიანი ავტომატიკა ექნებოდა? არადა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ სწორედ ამ მაღალტექნოლოგიური გადაცემათა კოლოფით მიუახლოვდა ლეგენდარული Muscle Car თავის ფესვებს. "ფორდის" ფლაგმანი ახლა კიდევ უფრო ხისტად დადის და მძღოლის ბრძანებებზე კიდევ უფრო სწრაფად რეაგირებს.
თუმცა მოდით, თავიდან დავიწყოთ. ფეისლიფტმა გარეგნობაში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რასაც მხოლოდ ინსაიდერები შეამჩნევენ: ოდნავ უფრო ვიწრო მაშუქები, უფრო განიერი ცხაურა, უკანა მაშუქები კი თეთრი მინებით შეიმოსა, რაც "მუსტანგის" სავიზიტო ბარათია. მორჩა, გარეგნული ცვლილებები სულ ეს არის.