პოლონეთში სამედიცინო მიზნით მარიხუანას გაყიდვის შესახებ კანონი ძალაში შევიდა. შესაბამისი ნორმატიული აქტი ქვეყნის პარლამენტმა მიმდინარე წლის ზაფხულში დაამტკიცა. ახალი კანონის თანახმად, კანაფისგან დამზადებული პრეპარატები ახლა აფთიაქებში საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი მასალისგან, ექიმის რეცეპტის საფუძველზე მომზადდება.პოლონეთის ფარმაცევტულ პალატაში აცხადებენ, რომ 15 000 აფთიაქიდან ასეთი წამლების დამზადება დაახლოებით 90%-ში იქნება შესაძლებელი.
ერთი გრამი სამედიცინო მარიხუანას ფასი დაახლოებით 13-16 დოლარი იქნება, ერთთვიანი თერაპიის ღირებულება კი 555 დოლარს შეადგენს.