პოლონეთში პედოფილიაზე სასჯელი მკაცრდება. ამის შესახებ ინფრომაციას "ბიბისი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით არსებული სასჯელის ფორმა - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით შეიცვლება და 30 წელი გახდება. აღიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ბოლო პერიოდის განმავლობაში კათოლიკური საეკლესიო პირების მხრიდან არასრულწლოვნერბზე სექსუალური ძალადობის ასობით შემთხვევა გახდა.
შეგახსენებთ, რომ რომის პაპის, ფრანცისკეს გადაწყვეტილებით დაიწყო პედოფილიის ფაქტებისა გამოძიება და გამოაშკარავება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პოლონეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში მსგავსი 400-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.