საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლონეთში, სავარაუდოდ, მეუღლის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ცხედარს სამშობლოში საგამოძიებო სამუშაოების დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, პოლონეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში დაიწყება შესაბამისი პროცედურები. შეგახსენებთ, პოლონეთში მცხოვრები 28 წლის როზეტა ყალიჩავა სავარაუდოდ, მეუღლემ ცივი იარაღით მოკლა. მედიის ინფორმაციით, ისინი ემიგრაციაში შვილებთან ერთად იმყოფებოდნენ.