პოლონეთის ქალაქ ხოინიცეში, ჰოსპისში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, პაციენტის მიერ გადაგდებულმა სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოების შეფერხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობამ გამოიწვია, რადგან ბევრ მათგანს გადაადგილების უნარი შეზღუდული ჰქონდა.
დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.