პოლონეთის სამხედრო მუზეუმის თანამშრომლებმა ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო შტაბ-ბინა „მგლის ბუნაგში“ ბოსტნეულის ბაღი იპოვეს. სწორედ ამ ბოსტნეულით იკვებებოდა ნაცისტების ლიდერი.არქეოლოგებმა ასევე ნახეს მებაღის ქოხი, სათბური, მიწისქვეშა საქვაბე და იმ დროის კერამიკისა და შუშის ნაკეთობები. ცნობილია, რომ მოწამვლის შიშით ჰიტლერს მოწვეული ჰყავდა დეგუსტატორები, რომლებიც ხილ-ბოსტნეულსა და შაქარს სინჯავდნენ. ნაცისტების ლიდერი საკვებს მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა.