პოლონეთში ქალაქ ოპოლეში, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი ქურდობაში ედებათ. დაკავებულები 21-დან 44 წლამდე მამაკაცები არიან. პოლიცია ვარაუდობს, რომ საერთო ჯამში მათ 16 სახლი გაქურდეს. სამართალდამცველებმა დაკავებულებიც ბინაში ნოუთბუქები, საათები, კომპიუტერის მყარი დისკები და ტანსაცმელი ამოიღეს - რომელთა საერთო ღირებულება 50 ათას პოლონურ ზლოტს შეადგენს. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის თქმით - ბინის ჩხრეკისას, სახლთან ერთ-ერთი ბრალდებული, 22 წლის მამაკაცი ველოსიპედით მივიდა, რომელიც ასევე მოპარული აღმოჩნდა. ეჭვმიტანილები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები. მათ მაქსიმუმ 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.