05:18
27 სექტემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
პოლონეთმა "გაზპრომი" "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის გამო დააჯარიმა
05-08-2020

პოლონეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა UOKiK - კომპანია „გაზპრომი“ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით წარსადგენი დოკუმენტაციის მოთხოვნის იგნორირების გამო, 57 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

დაჯარიმების მიზეზი გახდა „გაზპრომის“ მხრიდან კონსორციუმის შექმნა, რომელსაც უნდა მოეხდინა მშენებლობის დაფინანსება, რის შესახებაც არ იყო თანხმობა გაცემული პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის მხრიდან.

„გაზპრომმა“ სამი წლის წინ შექმნა გაზსადენის მშენებლობისთვის ფინანსების მოსაზიდი კონსორციუმი. 2017 წლის აპრილში პროექტის ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream 2 AG-მ – 5 ევროპულ კომპანიასთან გააფორმა შეთანხმება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დაფინანსებისთვის. პოლონეთმა კი ჩათვალა, რომ ეს მის ინტერესებს ეწინააღმდეგება და ამ კონსორციუმის შექმნის კანონიერებაზე  გამოძიება დაიწყო. მან წლის დასაწყისში  რუსული კომპანიისგან მოითხოვა წარმოედგინა კონტრაქტები, რომლებიც დადებული იყო ამ კომპანიებთან, ვინაიდან პოლონეთმა მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ მიიღო, ქვეყნის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ექვს კომპანიას: ბრალი წაუყენა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები