ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა და პოლონეთი მალე გააფორმებენ ორმხრივ შეთანხმებას ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე და შემდგომში ერთიანი პირობითი საზღვრის შესახებ, როდესაც უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ანჯეი დუდასთან ერთად უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისივე განმარტებით, მას აქვს იმედი, რომ უკრაინის კანდიდატის სტატუსი, შემდეგ კი სრულუფლებიანი წევრობა, აუცილებლად იქნება მიღებული.