პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრეზიდენტის პრესმდივანმა ბლაჟეი სპიხალსკიმ გაავრცელა. მისი თქმით, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. „პრეზიდენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და შედეგი დადებითი აღმოჩნდა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ შესაბამის სამედიცინო სამსახურებთან“, - აცხადებს სპიხალსკი. მან აქვე განმარტა, რომ თავადაც აპირებს კარანტინში გადასვლას.