თბილისში სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის დელეგაცია იმყოფება.
საგამოძიებო სამსახურში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე და განიხილეს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა პოლონეთის დელეგაციის წევრებს საგამოძიებო საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები გააცნო.
მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და შეთანხმდნენ კონკრეტულ მიმართულებებზე.