2020 წელს საქართველოში 24 მილიონ 769 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების ათას 361 ტონა კოსმეტიკური, მაკიაჟის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი განხორციელდა, სულ 48 ქვეყნიდან.
იმ ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალში, საიდანაც 2020 წელს ყველაზე მეტი პროდუქცია შემოვიდა, ლიდერობს პოლონეთი, მას მოსდევს თურქეთი, მე-3 ადგილზეა - რუსეთი, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი საფრანგეთი და ჩინეთი იკავებენ. ქვეყნების ათეულში ხვდებიან ასევე: გერმანია, გაერთიანებული სამეფო, კორეის რესპუბლიკა, ამერიკის შეერთებული შტატები და ესპანეთი.
ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოში, 54 ქვეყნიდან ჯამში, 22 მილიონ 899 ათასი დოლარის კოსმეტიკური, მაკიაჟის და კანის მოვლის საშუალებები შემოვიდა.