წერეთლის გამზირზე პოლიციის შენობის აივნიდან ლევან გაჩეჩილაძის გადმოხტომის ფაქტთან დაკავშირებით, საქმეზე შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, მათ შორის პოლიციელები გამოიკითხნენ. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელმა ირაკლი კაჭკაჭაშვილმა განაცხადა.
როგორც კაჭკაჭაშვილმა განმარტა, მომხდართან დაკავშირებით არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება მიმდინარეობს. გამომძიებლის თქმითვე, უწყებაში მომხდარ ფაქტზე შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროდან შევიდა. კაჭკაჭაშვილის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან გამოძიებისათვის საინტერესო ნიმუშები ამოიღეს, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზები მიმდინარეობს.