მთავარ სამმართველოსთან გამოკითხვაზე მისულმა ლევან ვასაძის თანამოაზრემ, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა რომ ისინი იცავენ კანონს,პოლიცია კი გარყვნილებას უწყობს ხელს. მისივე თქმით პოლიცია ამ ქმედებით გამოდის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან.
ფალავანდიშვილის თქმით თუ სახელმწიფო გაბედავს შიშველი ხელებით ხალხის დახოცვას, ეს მის სინდისზე იყოს.
ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში თბილისის სამმართველოში კონტრაქციის მონაწილეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.
სამმართველოსთან, ე.წ. ლეგიონის წევრების ადვოკატმა კი განაცხადა, რომ პოლიციის პოლიციის მიმართ კომბალს იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ პოლიცია ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს.