ბათუმის საქალაქო სასამართლოში "თანასწორობის მოძრაობის" წევრების სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და პროცესის გადადება და მოწმეების დაკითხვა ითხოვა. ასევე მოწმეების დაკითხვა ითხოვა პოლიციის თანამშრომელმა. რაც შეეხება "თანასწორობის მოძრაობის" წევრებს, ისინი სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
დაზარალებულები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს სამართალდამცავებმა დროული რეაგირება არ მოახდინეს. მათივე თქმით, დაკავებისას და იზოლატორში ყოფნის დროს სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი.