დღევანდელ იმ პარალელურ ე.წ. აქციასთან დაკავშირებით მე მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.გახარია დაპირდა პოლიციელებს, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებით, იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. მისივე თქმით, ასეთი რეაგირება იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ დეპუტატების, მათ შორის ნიკა მელიას "საქციელში" სისხლის სამართლებრივი დანაშაული გამოიკვეთება.