დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებაში სამშენებლო კომპანიის "ელ ჯგუფის" ხელმძღვანელის გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა მიმდინარეობს. "ელ ჯგუფი" ის კომპანიაა, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა.არსებული ინფორმაციით, გრძელდება ასევე მოქალაქეების გამოკითხვა. ამ დრომდე მიმდინარეობს ასევე "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლების გამოკითხვა. დიდ დიღომში აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლის პირმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს