ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვარკეთილში მომხდარ დაჭრის ფაქტზე, 1978 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ვარკეთილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეგობარი - 1978 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გლუვლულიანი თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.