პოლიციამ ვაკის პარკთან აქციებზე 5 პირი დააკავა, მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს - Palitra News

პოლიციამ ვაკის პარკთან აქციებზე 5 პირი დააკავა, მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

2019-05-09 16:06:54+04:00

შსს-ს ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციაზე და იქვე პარალელურად მიმდინარე კონტრაქციაზე, პოლიციამ 5 პირი დააკავა. როგორც "პალიტრანიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, ხუთივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავა.

ამასთან უწყების ცნობით პოლიციამ ასევე 1 პირი გააფრთხილა. მათ მიმართ გრძელდება ადმინისტრაციული საქმისწარმოება. საქმის მასალები, სამართალდამრღვევთა მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში.