პოლიციამ თბილისში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ძველი თბილისის სამმართველოს უფროსმა ლევან მაისურაძემ განაცხადა, დაკავებულია 1 პირი. მისივე ინფორმაციით ბრალდებულმა იარაღის მუქარით გაიტაცა თანხა 10 000 ლარის ოდენობით და მიიმალა, თუმცა პოლიციამ იგი რამდენიმე დღეში თბილისში დააკავა.
უწყების ინფორმაციით დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.